„ბარსელონას“ ფეხბურთელები ლიონელ მესი და ლუის სუარესი, რომლებიც ამჟამად ტრავმებს მკურნალობენ, ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს ტრიბუნებიდან შვილებთან ერთად უყურებდნენ.
თამაშის შემდეგ ტვიტერში ვირუსული გახდა ვიდეო, თითქოს მესის შვილი მატეო „ბარსას“ კარში გატანილ გოლს ზეიმობს. სინამდვილეში ასე არ არის: მატეომ „ბარსელონას“ სახიფათო მომენტი გოლად მიიჩნია, ხოლო სუარესმა და მესიმ აუხსნეს, რომ ბურთი ბადეში არ აღმოჩნდა.
Leo Messi's son celebrated Real Betis' goal yesterday. ?
Just look at Luis Suárez's reaction. ? pic.twitter.com/8QGxPsQ5Hd
— Football Tweet (@Football__Tweet) August 26, 2019
„ბარსელონამ“ 5:2 მოუგო „ბეტისს“. „ბლაუგრინაში“ პირველი გოლი გაიტანა ანტუან გრიზმანმა.
ორ მატჩში „ბარსას“ 3 ქულა აქვს, რადგან პირველი თამაში ბილბაოში 0:1 წააგო.