LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ტვიტერზე” გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებების გამო, კევინ ჰარტი ,,ოსკარების” წამყვანის პოზიციიდან მოხსნეს

5ace856c31b3f.image_

4 დეკემბერს, ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიამ ,,ინსტაგრამზე” კევინ ჰარტის ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი კომისკოსი, ,,ოსკარებით” დაჯილდოების რიგით 91-ე ცერემონიალის წამყვანი იქნებოდა.

გაირკვა, რომ 39 წლის ვარსკვლავის ნაცვლად, საღამოს ალ პაჩინო და კეიტ ბლანშეტი წაიყვანენ.

საქმე ისაა, რომ იუმორიტის ყველაზე პრეტიჟული ღონისძიების მთავარ სახედ წარდგენას, საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. მიზეზი იუმორისტის 2009-2011 წლებში ,,ტვიტერზე” გამოქვეყნებული ჰომოფობიური ხუმრობებია, რაზეც აკადემიამ ჰარტს ულტიმატუმი წაუყენა და საჯაროდ ბოდიშის მოხდა ან ,,ოსკარების” წამყვანობის დათმობა მოსთხოვა. ჰარტმა მოთხოვნას უარყოფითი პასუხი გასცა.

მართალია, კევინმა მოგვიანებით ბოდიში მაინც მოიხადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკვე გვიანი იყო.

,,ბოდიშს ვიხდი ხალხის წინაშე, ვისაც ჩემმა სიტყვება გული ატკინა. ჩემი მიზანი არა საზოგადოების გახლეჩა, არამედ გაერთიანებაა. იმედი მაქვს, რომ მომავალში კვლავ შევხვდებით” – დაწერა ჰარტმა.

შეგახსენებთ, რომ ,,ოსკარები” 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები