,,თვითიზოლაცია ბავშვებთან ერთად – მძიმე გამოცდაა ნებისმიერი მშობლისთვის, თუმცა მაინც არ ღირს ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენა”, – აღნიშნა ჟურნალ ,,თაიმთან” ინტერვიუში ანჯელინა ჯოლიმ და აღიარა, რომ შეუძლებელია სიმშვიდის შენარჩუნება, როცა გული დამძიმებული გაქვს.
..იმ მშობელზე ვფიქრობ, ვინც შვილებთან ერთადაა კარანტინში. იმედი მაქვს ყველა შეძლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას, შვილების აუცილებლით უზრუნველყოფას და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას. მე მძიმე სიტუაციაში მხოლოდ იმედი მეხმარება, რომ ეს კოშმარი დასრულდება და მალე ყველაფერი ძველ რეჟიმს დაუბრუნდება. ბავშვებს არ სჭირდებათ იდეალური მშობლები, მათთვის ჩვენი გულწრფელობა უფრო მნიშვნელოვანია. მეტიც, რაც უფრო ხშირად ვაჩვენებთ სუსტ მხარეებს, მით უფრო ძლიერად ვეყვარებით”, – ფიქრობს ჯოლი, რომელიც მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს უფროსებს, რადგან სწორედ კარანტინის დროს იმატა ბავშვებზე ძალადობის ფაქტებმა, განათლების დონე კი, მნიშვნელოვნად შემცირდა.