LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავის ძრავი აფრენისას აალდა

air-q

თვითმფრინავის ძრავი აფრენისას აალდა, თუმცა რეისი მაინც შესრულდა. შემთხვევა ქალაქ ნოვოსიბირსკის აეროპორტში, ავიაკომპანია „NordWind“-ის ლაინერს შეემთხვა. აფრენის დროს მგზავრებმა უცნაური ხმა გაიგეს, რასაც ძრავიდან ამოსული ბოლი მოყვა. რატომღაც პილოტებმა სიტუაცია საგანგაშოდ არ მიიჩნიეს და ფრენის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. სალონში მცირე პანიკაც დაიწყო, თუმცა ხომალდის კაპიტანს გადაწყვეტილება ვერც ამან შეაცვლევინა და ლაინერი დანიშნულების ადგილისკენ გაემართა.

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და თვითმფრინავი შერემეტოვოს აეროპორტამდე მშვიდობიანად ჩაფრინდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g