LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავს და ტანკს ზღვაში ჩაძირავენ – ახალი ატრაქცია ტურისტებისთვის

240
5cff76030f2544252448704a

თურქეთი ტურიზმის განვითარებისთვის ახალ-ახალ პროექტებს იფიქრებს. ამჯერად, ჩვენი მეზობელი ქვეყანა ზღვაში თვითმფრინავის ჩაძირვას გეგმავს, სამომავლოდ კი არც გემის ჩაძირვას გამორიცხავს.

როგორც უცხოური მედია იუწყება, ახალი ტურისტული ატრაქცია თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ედირნეში მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ ედირნე ქვეყნის ევროპულ ნაწილში, მდინარე მარიცაზე საბერძნეთის საზღვართან მდებარეობს. სწორედ ამ ლოკაციაზე, 14 ივნისს ეგეოსის ზღვაში თურქები Airbus A330-ს ჩაძირავენ.

90 ტონიანი თვითმფრინავი დანიშნულების ადგილზე 6 სატვირთო ავტომობილის დახმარებით უკვე მიიტანეს.

“ჩვენი თვითმფრინავი 14 ივნისს ზღვას შეხვდება. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ეს იქნება ყველაზე დიდი თვითმფრინავი, რომელიც ჩაიძირა ჯერჯერობით [მსოფლიოში]. მისი ზომები უზარმაზარია. მას აქვს დაახლოებით 60 მეტრიანი სხეული და 60 მეტრიანი ფრთები “, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ სერდარ სავასალმა,  რომელიც პასუხისმგებელი იქნება ეგეოსის ზღვაში Airbus A330-ის ჩაძირვაზე.

მისივე თქმით, ზღვაში ჩაძირული თვითმფრინავის სანახავად ძალიან ბევრი ტურისტი და ადგილობრივი ჩავა ედირნეში. „დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რეგიონში „დაივერების“ რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება და ედირნე მათი საყვარელი ადგილი გახდება“, – განმარტა პროექტის ავტორმა და დასძინა, რომ ტურისტების დამატებითი რაოდენობის მოსაზიდად, თურქეთი ქალაქ ედირნეში ტანკის ჩაძირვასაც განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g