საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, თვითმმართველი ქალაქები მცირდება და 7 ქალაქი და თემი გაერთიანდება. კანონპროექტის მიხედვით, 12-ის ნაცვლად საქართველოში 5 თვითმმართველი ქალაქი იქნება – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი.
ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და კიდევ 20 კანონში შედის. პროექტის ავტორი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.