ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია აცხადებს, რომ მისმა უმცროსმა შვილმა, ანდრუშამ, მუსიკის სფეროში დამკვიდრება გადაწყვიტა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, ანდრუშა დიდი მონდომებით უკრავს დოლზე და ზუსტად ასრულებს რიტმს.
„თვითნასწავლი მუსიკოსი, გადაწყვიტა, იაროს დოლის და გიტარის გაკვეთილებზე“, – წერს თათია შარანგია თავის ფეისბუქ გვერდზე.
პატარა ანდრუშას მუსიკალურ ნიჭს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თათია შარანგიას გამომწერები და ახლობლები კომენტარებში აღფრთოვანებას ვერ მალავენ.