LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე თვითონ დავარქმევ სახელს” – ეკა ბესელია ფარული კადრების გავრცელებაზე გამოძიებას ერთთვიან ვადას აძლევს

264
ეკა-ბესელია-123567

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატი ეკა ბესელია ინტერნეტსივრცეში, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების კიდევ ერთხელ გავრცელებას ეხმიანება. მისი თქმით, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ინფორმაცია შეიტყო, მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ფარული კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დამკვეთისა და ორგანიზატორის გამოსავლენად, ბესელია სამართალდამცავ უწყებებს ერთთვიან ვადას აძლევს.

“ჩემს მიმართ  განხორციელებული შტურმის ფონზე, ისევ გააქტიურდა ეს თემა და ისევ გამოჩნდა უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტი. ესეც შემთხვევით ხდება? მე ვსვამ კითხვებს და მინდა ამ კითხვებზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლების მხრიდან. გუშინ, როდესაც მედიამ ამის თაობაზე მითხრა, შსს-ს დავუკავშირდი და მათ ვაცნობე. არ ჰქონდათ ინფორმაცია, ჩემგან გაიგეს. რატომ გაიგეს ჩემგან? ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეები დაცულები უფრო მეტად უნდა იყვნენ თუ არა ასეთი რამით?

ჩემს დაცვაზე ნაკლებად შეიძლება იფიქრონ და იზრუნონ, რადგან მიჩვეული ვარ ჯერ “ნაციონალური მოძრაობის“ დროს პერსონალურ შტურმს, შურისძიებებს. არ არის აქამდე ან ვერ არის დამკვეთი ნაპოვნი. ველოდები პირველ საქმეზეც დამკვეთს და ორგანიზატორს და ამ საქმეზეც ველოდები დამკვეთს და ორგანიზატორს. თუ დაახლოებით, ერთი თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ შსს-ს და პროკურატურისგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს, რა ჰქვია ამ ყველაფერს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g