Twitter-ი Bloomberg Media-სთან ერთად გეგმავს ახალი ამბების სადღეღამისო ტრანსლაციის სერვისი შექმნას. The Wall Street Journal წერს, რომ პროექტი ონლაინ ტელეარხის სახით სოციალური ქსელის პლატფორმაზე იმუშავებს.
ვარაუდობენ, რომ პროექტი შემოდგომაზე ჩაეშვება, ტელეარხი, რომელსაც ჯერჯერობით სახელწოდება არ აქვს, რეალურ დროში საკუთარ სიახლეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გაუშვებს.
Bloomberg Media-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯასტინ სმიტი აღნიშნავს, რომ მრავალი ადამიანი ახალ ამბებს ტელევიზიით უყურებს და მალევე კომენტარს სოციალურ ქსელში აკეთებს, კომპანიას ამ ორი ქმედების გაერთიანება სურს.
Twitter და Bloomberg გაზეთს ფინანსურ მხარეს არ უმხელენ, თუმცა, აღნიშნულია, რომ ტელეარხი რეკლამასაც გაუშვებს.
