ფსიქოლოგებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების ჯგუფმა Twitter-ის მომხმარებელთა შემოსავალს ტვიტების შინაარისთ განსაზღვრა გადაწყვიტა.
მათ შექმნეს სპეციალური ალგორითმი, რომლის მიხედვითაც 5191 ერთეული Twitter-ექაუნთი და 10 მილიონზე მეტი ტვიტი გამოიკვლიეს.
გაირკვა, რომ რაც უფრო მაღალია ამა თუ იმ ექაუნთის ავტორის წლიური შემოსავალი, მით უფრო ხშირად გამოხატავს ის შიშისა და ბრაზის ემოციებს. ოპტიმისტური ტვიტები კი იმ ადამიანების საკუთრებაში აღმოჩნდა, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს. ამას გარდა, საშუალო შემოსავლის მქონე ღიად საუბრობენ რელიგიაზე, შედარებით მდიდრები კი პოლიტკას და კორპორატიულ სიახლეებს განიხილავენ.