LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Twitter-ის თანამშრომლების მასიური შემცირება იწყება

48

ამერიკულ კომპანიაში Twitter შტატების მასშტაბური შემცირებას იწყებენ. თანამშრომელთა გაშვება მომდევნო კვირას დაიწყება. ერთ-ერთი პორტალის ინფორმაციით შემცირებაში პრაქტიკულად ყველა დეპარტამენტი მოხვდება, თუმცა ყველაზე მეტად დაზარალდებიან ინჟინერები, რადგან ისინი პერსონალის 50 პროცენტს წარმოადგენენ.

ასეთი ცვლილება კომპანიის ეფექტიანობის გაზრდისა და მისი რესტრუქტურიზაციის მიზნით კეთდება. შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მიკრობლოგების სერვისის ერთ-ერთი დამფუძნებელი  ჯეკ დორსი ოფიციალურად დაინიშნა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები