LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყავებში შემოსილმა მერაია ქერიმ უგემოვნობის რეკორდი მოხსნა (ფოტო)

111

მერაია ქერი ამჯერად მალიბუში იმყოფება, სადაც მისი რეალითი-შოუს გადაღებები მიმდინარეობს. მომღერალი სასტუმროდან გამოსვლისას გადაიღეს, როცა ის მეგობრებთან სადილზე მიდიოდა. ქერი ფანტასტიკურ ხასიათზე შეხვდა პაპარაცებს და როგორც ჩანს, თავადაც კმაყოფილი იყო იმ ლუქით, რომელიც სასადილოდ შეარჩია. მას ტყავის მოკლე ქვედაბოლო და გამჭირვალე ზედა ეცვა და ეს იყო ალბათ ყველაზე თამამი სამოსი მომღერლის ვულგარული გარდერობიდან.

ბოლო დროს მედიაში აქტიურად აკრიტიკებენ 46 წლის ქერის მისი უგემოვნო ჩაცმულობის გამო. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ 90-იანებში ის ბევრად მოკრძალებული იყო, ვიდრე ახლა. მერაიამ უგემოვნობის მასტერკლასი აჩვენა, ამ სათაურით სტატიებს ყველა წამყვანი გამოცემის გვერდზე შეხვდებით. ფოტოებიდან კი ჩანს, რომ მომღერალს ეს თემა სულაც არ აწუხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g