ჯენიფერ ლოპესმა, რომელიც ყოველთვის ფორმაშია და ბრწყინვალედ გამოიყურება, არც ახლა დაწყვიტა გული თაყვანისმცემელს და ერთ დღეში სამი ახალი სტილი შესთავაზა.
ენდი კოენის ტელეშოუს „ნახე, რა მოხდა პირდაპირ ეთერში“, ლოპესი „სტეფან როლანდის” თეთრი კომბინეზონით, ღია ფერის ბეწვმოსხმული პალტოთი ეწვია და პრაქტიკულად ყინულის დედოფლად იქცა, ჯიმი ფელონის შოუზე პოპ-დივა „მაქს მარას” ნაცრისფერ შარვალში, პიჯაკსა და პალტოში გამოეწყო, ერთი ტონის სამოსი კი, ტყავის ხელთათმანით, „გუჩის” ჩანთით და „ქი აუსტრალიას” მზის სათვალით გაამდიდრა, ბოიფრენდთან – ალექს როდრიგესტან პაემანისთვის კი, მოყავისფრო-ბეჟი პალიტრა შეარჩია – ქურთუკი „ბომბერი“ მასიური სახელოებით და გრძელი ქვედაბოლო, ზამშის მაღალქუსლიანი ჩექმა, ტყავის ბერეტი მოირგო და არც მსუბუქი ქურქი დაივიწყა „ფენდის” ჩანთასთან ერთად.



