ონლაინ მაღაზია ”ტყავის ხელნაკეთი ნივთები”, რომლის დიზაინერებიც ვალერი მინდორაშვილი და მისი მეუღლე ინგა ჯანაშია არიან, მსურველს ბეჭდებს, სამაჯურებს, ყელსაბამებს, საყურეებს, საფულეებსა და ქამრებს სთავაზობს. ნივთების ფასები 12 ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მინდორაშვილმა აღნიშნა, ის უბრალო მეტალსა და დამუშავებულ ტყავს იყენებს. გარდა ამისა , ”ტყავის ხელნაკეთი ნივთები” მომხმარებელს ორიგინალურად გაფორმებულ წიგნაკებს სთავაზობს, რომლის ფასიც 25 ლარიდან 45 ლარამდე მერყეობს, დიზაინისა და ზომის მიხედვით.
მისივე ინფორმაციით, ონლაინ მაღაზია სამომავლოდ სახელოსნოში გადაინაცვლებს, და მსურველი სოციალური ქსელის გარდა (https://goo.gl/B7ze0X) , ნივთების შეძენას სახელოსნოშიც შეძლებს.