LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყეში ცეცხლის დასანთებად სპეციალური ადგილები გამოიყოფა

104
koconi

პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„ტყის კოდექსის“ პროექტის თანახმად, ტყეში დასვენებისა და გართობის ინტერესების გათვალისწინებით, ცეცხლის დანთება დასაშვები იქნება მხოლოდ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. კოდექსის პროექტის თანახმად, იქ, სადაც ცეცხლის დანთება იქნება ნებადართული, შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი განთავსდება.

ტყის კოდექსის პროექტი უშვებს მართვის ორგანოს მიერ ტყის გაწმენდის მიზნით ტყის მავნებელი დაავადებებით დაზიანებული ხეების მოჭრითა და გაქერქვით მიღებული მერქნული რესურსების ნარჩენების დაწვას ტყის მიწის ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g