ტყიბულელი მეშახტეები პრემიერმინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მეშახტეების დღევანდელი აქცია დასრულდა, თუმცა მათი თქმით, აქცია ხვალ განახლდება და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები, პრემიერმინისტრის ინიციატივის, რომელიც შახტის დახურვის პერიოდში დასაქმებულებისთვის ხელფასების გაცემას გულისხმობს, წერილობითი დოკუმენტის სახით გაფორმებას მოითხოვენ. ასევე, მოითხოვენ 16 ივლისს მომხდარი შემთხვევის ობიექტურ გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და შახტში პროფესიული კადრების დანიშვნას.
ტყიბულში დილიდან მეშახტეთა აქცია მიმდინარეობდა, სადაც „საქნახშირის“ ადმინისტრაციის შეცვლას მოითხოვდნენ. „საქნახშირის“ წარმოების დირექტორმა გია ქარქაშაძემ, მინდელის შახტის დირექტორმა აკაკი ახვლედიანმა და მთავარმა ინჟინერმა გიზო კირკიტაძემ თანამდებობები უკვე დატოვეს.
აქცია ხვალ 12:00 საათზე გაიმართება.