LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულის მეშახტეებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს

96

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში დასაქმებულმა მეშახტეებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს, მიზეზი – ხელფასების გაცემის შეწყვეტაა.

როგორც ერთ-ერთმა მეშახტემ, კოტე ჩხიტუნიძემ “ფორტუნას” განუცხადა, დღეს შახტაში დასაქმებულებს ოფიციალურად უთხრეს, რომ ხელფასებს ვეღარ გადაუხდიან.

“იმ კვირაში ტყიბულში გერმანელი მკვლევარები ჩამოდიან. ამბობენ, რომ ეს მოკვლევა 2 თვით გაგრძელდება. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ანაზღაურებას არ მოგვცემენ, რადგან შახტაში უკვე აღარც სარემონტო სამუშაოებში აღარ გვასაქმებენ. ყველა უბანი დაიკეტა,” – განუცხადა “ფორტუნას” კოტე ჩხიტუნიძემ.

“ფორტუნასთვის” ცნობილია, რომ 5 ნოემბრიდან ტყიბულის შახტაში მდგომარეობის შესაფასებლად კვლევები იწყება. კვლევებს გერმანელი ექსპერტები ჩაატარებენ. როგორც “ფორტუნას” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, კვლევითი პერიოდი 5 კვირას გასტანს, შემდეგ შედეგები უნდა შეჯერდეს და მხოლოდ ამის მერე მიიღება გადაწყვეტილება, აღდგება თუ არა შახტში ნახშირის მომპოვებითი სამუშაო პროცესი.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შახტაში დასაქმებულების სამსახურებრივი განაცდურის ანაზღაურება ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაა. უწყებაში კი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g