ტყიბულში 200-მდე მეშახტე გაიფიცა. მათი თქმით, მესამე დღეა, რაც საწარმოო პროცესი შეჩერებულია, რადგან ადგილზე სამუშაო პირობები გაუარესებულია, ახალი კომპანია კი ორი შახტიდან ერთ-ერთის, ძიძიგურის სახელობის შახტის გაუქმებას აპირებს. ასევე დასაქმებულებმა გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ კომპანია დაპირებებს არ ასრულებს და ამ ხნის განმავლობაში გაფიცულებთან კონტაქტზეც არავინ გამოსულა.
ერთ-ერთი მეშახტე აცხადებს, რომ ელმავალია გაფუჭებული, ფეხით 3-4 კილომეტრის გავლა კი მათ არ შეუძლიათ და არც შეკეთებაზე ფიქრობს ვინმე.