მეორე დღეა ტყიბულში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მეშახტეები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მერიასთან შეიკრიბნენ და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის “ფეროს” თანამშრომლებიც უერთდებიან.
მეშახტეების პროტესტი დაგვიანებულმა ანაზღაურებამ გამოიწვია. მათ ხელფასი 15 სექტემბერს უნდა მიეღოთ, თუმცა ამ დრომდე კომპანია „საქნახშირს“ მათთვის თანხა არ გადაუხდია. კომპანიის განცხადებით, ამის მიზეზი მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში მეშახტეები კუთვნილ თანხას მიიღებენ.
"კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად"
მეშახტეებს ხელფასის გადახდაზე უარს ეუბნებიან -"კომპანიაში ფინანსური პრობლემებია"
შეგახსენებთ, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ამ დროისთვის 25-მდე მეშახტე იმყოფება, რომლებიც ხელფასის მიღებამდე ამოსვლაზე უარს აცხადებენ.
ტყიბულში 15-მდე მაღაროელი შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს