ტყის და მინდვრის ხანძრების მომატებული რისკის გამო, კახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მობილიზებას აძლიერებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მოკიდებული ცეცხლის გავრცელების შესაძლო შემთხვევების აღსაკვეთად და დროულად სალიკვიდაციოდ, სოფლებში ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების პატრულირება.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მოსავლის აღების პროცესში გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ხანძრის გაჩენის საფრთხე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.