LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყლაპის წარმოება შეწყდა: რას გეგმავს Fruit Factory?

349

კომპანია Fruit Factory-მ ტყლაპის ქარხნული წარმოება შეაჩერა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ბიზნესი სეზონურია და გაზაფხულის პერიოდიდან ბაზარზე ტყლაპზე მოთხოვნა ქრება.

”ტყლაპი- ეს არის პროდუქტი, რომლის რეალიზაცია დიდწილად სეზონზეა დამოკიდებული. შესაბამისად, წარმოებას ვიწყებთ შემოდგომაზე და მარტამდე გრძელდება ეს პროცესი. აპრილის თვიდან კი, როცა ბაზარზე ხილი შემოდის, ტყლაპზე მოთხოვნა თითქმის წყდება”, – განუცხადეს ”ფორტუნას” კომპანიაში.

მათივე ცნობით, Fruit Factory პროდუქციის ახალ სახეობებზე გეგმავს მუშაობის დაწყებას. ”ბუნებრივია, შემოდგომიდან განვაახლებთ წარმოებას. უკვე არსებულ პროდუქციას, ტყლაპის კიდევ რამდენიმე სახეობა დაემატება”, – აღნიშნეს Fruit Factory-ში.

ცნობისთვის, Fruit Factory-მ ტყლაპის წარმოება 2015 წლიდან დაიწყო. კომპანია 4 სახეობის ტყლაპს აწარმოებს: ტყემლის, ვაშლის, ფეიხოს, ტყემალი-ვაშლის ტყლაპს. პროდუქციის რეალიზაცია კი სრულიად საქართველოს მასშტაბით, როგორც დიდ სავაჭრო ქსელებში, ისე მცირე მარკეტებში ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები