მსოფლიოში ბავშვების გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ფერადი, ორიგინალური სათამაშოა, რომელიც საქართველოში უცნაური სახელწოდებით, სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა – ე.წ. ტყლარწი კონსისტენციით რბილი, წელვადი, ჟელესმაგვარი სათამაშოა.
მისი შეძენა საქართველოში მაღაზია Kura Kura-ში შეგიძლიათ.
როგორც Kura Kura- ს დირექტორი, გიორგი მარკაშვილი, ”ფორტუნა პლუსთან” აცხადებს, სათამაშოს ეს მეტად ორიგინალური და ღიმილის მომგვრელი სახელი – ”ტყლარწი” ბავშვებმა შეარქვეს.
Kura Kura-ში ”ტყლარწის” 40-მდე სახეობის შეძენაა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში, მაღაზია ამ კოლექციას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
kura kura-ს მისია მხიარული, ფერადი და ორიგინალური პროდუქციის აღმოჩენა და გავრცელებაა.
”ტყლარწები” გონებას ამშვიდებს და სტრესს ხსნის, ასე რომ, მისი შეძენა ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია.
პროდუქცია საზღვარგარეთ მზადდება. ე.წ. ტყლარწები წყალზეა დამზადებული და ქიმიურ მინარევებს არ შეიცავს.
”ტყლარწის” ფილიალის გახსნა მალე ქუთაისშიც იგეგმება. მანამდე კი მსურველებს შეუძლიათ ჭავჭავაძის 37 ნომერს ესტუმრნონ.