LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტყუილია, რომ ცოტა ხანში გახსნიან, ტყუილია ისიც, რომ ახლა ვაქცინა იქნება სწრაფად და ეშველებათ” – შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართება

99
BeFunky-collage (4)

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ დღეს აქციას გამართავს. როგორც პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს ძალა გაბრაზებული ადამიანების, რომლებსაც უნდათ ამ რეგულაციების მოხსნა.

„ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ყველაფერს ატყუებდნენ. ტყუილია ისიც, რომ ახლა, ცოტა ხანში გახსნიან, ტყუილია ისიც, რომ ახლა ვაქცინა იქნება სწრაფად და ეშველებათ.

კიდევ თვეების განმავლობაში არავის არაფერი ეშველება და დარჩებიან გამომწყვდეულები შიმშილის პირას, როგორც ახლა არიან, თუ არ გამოვლენ და არ გააპროტესტებენ. ერთადერი რაც ამ ხელისუფლებას ესმის, ეს არის ძალაა“. – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 24 იანვარს, 14.00 საათზე გაიმართება. აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეუერთდებიან.

ოპოზიციური პარტიები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას შეუერთდებიან

 

magti 5g