LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუპების უსაფრთხოება იგლესიასს და კურნიკოვას ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდათ

56

ამ დღეებში სრულიად მსოფლიო მედია მოიცვა სიახლემ იმის შესახებ, რომ ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა ტყუპების მშობლები გახდნენ. წყვილს იმდენად დახურული ცხოვრების წესი აქვს, რომ ანას ორსულობის შესახებ მთელი 9 თვე არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

ინსაიდერების თქმით, პატარების უსაფრთხოების მიზნით, წყვილმა მთლიანად განაახლა მაიამის სახლის გარშემო ტერიტორია. სახლის გარშემო მათ 5 მეტრიანი კედლები აღმართეს, ასევე შეცვალეს აუზის გარშემო პერიმეტრიც. ცნობილია, რომ ეს ცვლილებები მათ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები