LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინას 14 უკრაინელი სამხედრო დაუბრუნდა

89
ტყვეების გათავისუფლება

Reuters-ი უკრაინის სამხედრო ტყვეების საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინას 14 უკრაინელი სამხედრო დაუბრუნდა.

გათავისუფლებულთა ვინაობას კონკრეტდება. Reuters-ის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის ერთი ოფიცერი და ერთი მედიკოსია.

უკრაინული მედიის ცნობით, სამხედროები რუსების ტყვეობაში მაისის ბოლოს ჩავარდნენ.

ტყვეების გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინელი ჟურნალისტი ვოლოდიმირ ზოლკინიც წერს.

„დავიღალე, რადგან გაცვლა 2 დღე გაგრძელდა. რა თქმა უნდა, მთელი პროცესი ჩავიწერე და მოგვიანებით, ვიდეოც გამოქვეყნდება. დაიღალნენ 58-ე ბრიგადის ბიჭებიც, რომლებიც 22 მაისიდან ტყვეობაში არიან. მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენი მებრძოლები სახლში დაბრუნდნენ. გაგრძელება იქნება“, – წერს ზოლკინი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g