უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გაავრცელა.
მისივე ცნობით, გათავისუფლებულთაგან 37 ქალი აზოვსტალის მცველია, ასევე გათავისუფლებულია 11 ოფიცერი, 85 რიგითი და სერჟანტი. მათ შორისაა, 35 ქალი უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, 32 უკრაინის საზღვაო ძალებიდან, 12 თავდაცვის ძალებიდან, 8 ეროვნული გვარდიიდან, 4 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან. გათავისუფლებულთა შორის 12 მშვიდობიანი მოქალაქეა.
“დღეს წარმატებით განხორციელდა ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა. ეს იყო განსაკუთრებით ემოციური – გავათავისუფლეთ ტყვეობიდან 108 ქალი. ეს იყო ქალი ტყვეების პირველი გაცვლა. ტყვეობაში იყვნენ დედები და ქალიშვილები, რომლებსაც ახლობლები ელოდებოდნენ”, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.