LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყვეობაში მყოფი “აზოვის” რამდენიმე მეთაური მოსკოვში, წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს

94
ing (1)

“აზოვის” პოლკის მეთაურები მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS ძალოვანი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს:

“ამჟამად, აზოვის რამდენიმე მეთაური, რომელიც ტყვედ ჩავარდა მარიუპოლზე თავდასხმის დროს, გადაიყვანეს ლეფორტოვოში”, – ამბობს წყარო.

პირი არ აკონკრეტებს, თუ რომელ მებრძოლებზეა საუბარი, მისივე განცხადებით, რუსეთში გადაყვანამდე, მარიუპოლის მებრძოლები დონეცკის ოლქის კოლონიაში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი და შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინსკი, რუსეთში გამოძიების მიზნით გადაიყვანეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ “აზოვსტალის” ქარხანაში მყოფი 2 439-მდე უკრაინელი სამხედრო ჩაბარდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

mazda magti 5g