ლას-ვეგასში, ირლანდიური ბენდის, U2-ს მორიგი კონცერტი გაიმართა. ბონომ კონცერტზე ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, მუსიკალურ ფესტივალზე მოკლული ახალგაზრდების ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა.
ფრონტმენმა საზოგადოებას ისრაელში განვითარებული მოვლენების შესახებ სიტყვითაც მიმართა.
„ჩვენ ყოველთვის ვდგავართ მშვიდობის მხარეს, არა ძალადობას! ერთად ვუმღეროთ იმ ბავშვებს, რომლებიც მუსიკის ფესტივალზე იყვნენ“, – განაცხადა ბონო.
შეაფასეთ U2-ს ახალი სიმღერა – Atomic City