პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „მათი ვიზიტი არ არის საინტერესო და საერთოდ, უადგილოა“.
როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, მისი მხრიდან „ზედმეტი კომენტარის გაკეთება არასწორი იქნება“.
„ვფიქრობ, არ არის საინტერესო და საერთოდ, უადგილოა. მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ზედმეტი კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან არასწორი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.