LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უაღრესად პატიოსანი მშრომელი ახალგაზრდა იყო, შემთხვევით ჩავარდა მეტროს ხაზში…“ – ამერიკაში გარდაცვლილ გიორგი ხატიაშვილის ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

186
ელენე ბერიძე, გიორგი ხატიაშვილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ელენე ბერიძის მიმართვა, რომელშიც ის საუბრობს 5 სექტემბერს ამერიკაში გარდაცვლილ თანამემამულე, გიორგი ხატიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევაზე და საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, დაეხმარონ მის ოჯახს.

„5 სექტემბერს ამერიკის იმიგრაციას გამოაკლდა ჩვენი თანამემამულე ახალგაზრდა, გიორგი ხატიაშვილი. ის იყო უაღრესად პატიოსანი მშრომელი ახალგაზრდა, არა მწეველი, არა მსმელი, არა ნარკომანი, გიორგი ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა, (შემთხვევით ჩავარდა მეტროს ხაზში). ვუსამძიმრებთ და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს.

გიორგის მეუღლე ორი არასრულწლოვანი შვილის აღზრდით არის დაკავებული, აქვს ენის ბარიერიც და ვერ მუშაობს. გთხოვთ ყველას, ვისაც რა შესაძლებლობა გაქვთ დავუდგეთ გვერდზე, დავეხმაროთ მორალურად და ფინანსურად გარდაცვლილის ოჯახს.

მითითებულია გარდაცვლილის მეუღლის, სოფიო ნასყიდაშვილის

 zelle: (929) 655-1642

ოჯახისთვის თითოეულის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.პანაშვიდი გაიმართება
პარასკევს 4-8 სთ. 323 Avenue U, Brooklyn, New York 11223“, – აღნიშნულია პოსტში.

ძვირფასო მეგობრებო! 5 სექტემბერს ამერიკის იმიგრაციას გამოაკლდა ჩვენი თანამემამულე ახალგაზრდა, გიორგი ხატიაშვილი. …

Posted by Elene Beridze on ოთხშაბათი, 10 სექტემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g