LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლესი კვლევის თანახმად, მსოფლიოში ამჟამად 140 მილიონი ადამიანია უსახლკარო

116
უსახლკაროები

დამოუკიდებელი კომერციული ორგანიზაცია World Population Review, 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს.

კვლევის თანახმად, მსოფლიოში ამჟამად 140 მილიონი ადამიანია უსახლკარო, ხოლო 1.53 მილიარდი პირი შეუფერებელ დროებით საცხოვრებელში იმყოფება.

იმ ქვეყნების ათეული, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს, ასე გამოიყურება:

  1. პაკისტანი – 8 მლნ
  2. ბანგლადეში – 5 მლნ
  3. ავღანეთი – 4.660 მლნ
  4. ნიგერია და ფილიპინები – 4.5 მლნ
  5. იემენი – 3.858 მლნ
  6. სომალი – 2.968 მლნ
  7. სუდანი – 2.730 მლნ
  8. ჩინეთი – 2.579 მლნ
  9. ეგვიპტე – 2 მლნ
  10. ინდოეთი – 1.77 მლნ

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში 304 010 უსახლკარო ადამიანია. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზერბაიჯანშია, სადაც უსახლკაროთა რაოდენობა 735 000-ს აღწევს, რუსეთში უსახლკაროთა რიცხვი 11 285-ს შეადგენს, თურქეთში – 70 000-ს, სომხეთის მონაცემები კი აღნიშნულ ორგანიზაციას ოფიციალურად არ მოეპოვება.

ქვეყანა, სადაც უსახლკაროები არ არიან, ჯუჯა სახელმწიფო ვატიკანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები