უამინდობის და დიდთოლობის გამო, ელექტროენერგია აჭარის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება.
როგორც ”ფორტუნას” ”ენერგო პრო-ჯორჯიაში” განუცხადეს, შეფერხება ძირითადად, ქობულეთის მიმდებარე ზოგიერთ სოფელს შეეხება.
”მასშტაბური შეზღუდვა არ გვაქვს. ელექტროენერგია ყველა რაიონულ ცენტრს მიეწოდება. გათიშვის შემთხვევაში ჩვენი ბრიგადები ოპერატიულად რეაგირებენ” – განუცხადეს ”ფორტუნას” ”ენერგო პრო-ჯორჯიაში”.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიური თოვა უახლოესი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ითოვებს მთაში, მაღალ მთაში, დაბლობში, ბარში, ზღვაზე. მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქი. 26-27 იანვარს ყინვა გაძლიერდება.
