LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამინდობის გამო, ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა გზების გარკვეულ მონაკვეთზე კვლავ რჩება: იხილეთ ვრცლად

101
FORTUNA.GE-

უამინდობის გამო, ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა გზების გარკვეულ მონაკვეთზე კვლავ მოქმედებს.

რა სახის ავტოტრანსპორტით მოძრაობაა დაშვებული და სად გრძელდება შეზრუდვები – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

?  ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-60კმ-ის (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

?  ამ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე თავისუფალია ავტოტრანსპორტის მოძრაობა
გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.

❗  რთული მეტეოროლოგიური პირობების – ძლიერი ქარის, თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 კმ-ის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ასევე დაშვებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-100 კმ-ის ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

 

ზვავსაშიშროების გამო, კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 

magti 5g