LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამინდობის გამო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდა – საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

245
2026-02-13_02-06-24_578160

უამინდობის გამო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდა, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g