თათა გიორგობიანს პაპა გარდაეცვალა.
მომღერალი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:
„ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ…ჩემი გამზრდელი პაპა და ჩემი საუკეთესო ძმაკაცი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი, მეწარმეთა კავშირის დამფუძნებელი, უამრავი ობოლი სტუდენტის სრულიად უანგაროდ გზაზე დამყენებელი… ბონდო ზარნაძე მიღმიერში გადასახლდა.
პანაშვიდი: ოთხშაბათი-პარასკევი;
დაკრძალვა შაბათს: 14:00-ზე.
გამოსვენება: თბილისი, ოქროყანა.
ლოკაციაზე მომწერეთ და ჩაგიგდებთ“, – წერს თათა გიორგობიანი.