LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უამრავი პაციენტი ჰყავს ფეხზე დაყენებული… გთხოვთ ახლა ჩვენ დავეხმაროთ, დაგვიდექით გვერდით“ – ალექსი ბიძიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

1004
Untitled design

ფიზიკურ თერაპევტ ალექსი ბიძიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მისი ოჯახის წევრები და მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ალექსის რამდენიმე ურთულესი ოპერაციის შემდეგ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მკურნალობისთვის თანხაა საჭირო. როგორც ირკვევა, ის უკვე სამი თვეა ისევ რეანიმაციაში იმყოფება და ყოველდღე იბრძვის გადარჩენისთვის.

„ადვილი არ არის ამის დაწერა, მაგრამ მოვიდა დრო მოგიყვეთ ჩვენს უმძიმეს თვეებზე და გთხოვოთ დახმარება.

22 იანვარს, კომაში მყოფი ალეკო სასწრაფოდ გადავაფრინეთ თურქეთში.. სტამბულში ჩაუტარდა ურთულესი ოპერაციები თავის ტვინზე. ჰქონდა გაუმჯობესების ეპიზოდები, თუმცა უკვე სამი თვეა ისევ რეანიმაციაშია და ყოველდღე იბრძვის გადარჩენისთვის. თავიდან არის გასაკეთებელი ის ოპერაციაც, რის გამოც ამ მდგომარეობაშია. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ მკურნალობის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს, რაც ამ წუთას პირდაპირ კავშირშია ფინანსებთან.

აქამდე ვცდილობდით მხოლოდ უახლოესი მეგობრების და ოჯახის წევრების დახმარებით გავმკლავებოდით ხარჯებს, გარკვეული დაფინანსება მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიისგანაც, თუმცა სამწუხაროდ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურად გვჭირდება.

ალეკოს ვინც იცნობთ, ვფიქრობ არაფრის თქმა არაა საჭირო. ვინც არ იცნობთ კი, გეტყვით რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სხვისი შეწუხება და ყველაზე მეტად სხვისი დახმარება უყვარს.


ამ დრომდე შევძელით 100,000$-ზე მეტის მობილიზება, მაგრამ ეს თანხა უკვე ამოწურულია. მხოლოდ რეანიმაციის ყოველდღიური ხარჯი მინიმუმ 1200$-ია, ყველანაირი მანიპულაციის გარეშე. საჭირო თანხის ოდენობა კი დამოკიდებულია ალეკოს ყოველდღიურ ცვალებად მდგომარეობაზე, რის გამოც ვერ ხერხდება ზუსტი რაოდენობის წინასწარ განსაზღვრა.

ახლა მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს, ინფორმაციის გავრცელებითაც დაგვეხმარებით“, – წერენ ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში.

რეკვიზიტები:

მიმღები: მეუღლე, თინათინ ლობჯანიძე
პ/ნ 34001002220
თიბისი: #GE06TB7651745061100103
საქართველოს ბანკი: #GE50BG0000000161434779
PayPal: [email protected]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები