LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამრავი სიახლე ”ნატალი ჯგუფისგან”

135

”ნატალი ჯგუფი” მომხმარებელს უამრავ სიახლეს სთავაზობს. ”ნატალი ჯგუფს” თბილისში ესპანელი ექიმი კოსმეტოლოგი ჩამოჰყავს, რომელიც ბიო-ეპილაციის საშუალებებზე სემინარს ჩაატარებს.

როგორც ნატალი ჯგუფის დამფუძნებელმა ნატალია თოლორაიამ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, 2, 3 და 4 ივნისს ესთეტიკურ ცენტრ ”ნატალი ანტიეიჯ კლინიკას” იტალიელი პლასტიკური ქირურგი ანდრეა პალანჯე ეწვევა, რომელიც სემინარებს კურატორობას გაუწევს და მომხმარებლებსაც მოემსახურება.

”რაც შეეხება სოლარიუმს, სილამაზისა და ჯანმრთელობის ცენტრში მომხმარებლებს  ავტო რუჯსა და მომენტალურ რუჯს ვთავაზობთ, რომელიც სამ ფერს მოიცავს (Latte, Cappuccino, Espresso ), იმის მიხედვით, თუ როგორი ფერი სურს მომხმარებელს. აქვე სტუმრებს სპა ცენტრის მომსახურებასაც ვთავაზობთ, სადაც ანტიცელულიტური საშუალებების ჩატარება, კანის მზის აბაზანებისთვის მომზადება და განტვირთვაა შესაძლებელი“, – აღნიშნა თოლორაიამ.

მისივე ინფორმაციით, ბანკეტებისა და ქორწილების მოახლოებასთან დაკავშირებით, ”ნატალი” მსურველებს სპეციალურ პაკეტს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, მაკიაჟის, ვარცხნილობის, მანიკურისა და წარბის გაკეთების შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად პედიკურს ან მომენტალურ რუჯს მიიღებს.

ნატალია თოლორაიას თქმითვე, ”ნატალი ჯგუფი” მომხმარებლებს ახალ მიმართულებას Wellness Lab-ს – სილამაზისა და ჯანმრთელობის ლაბორატორიის მომსახურებასაც სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ”ნატალი ჯგუფი” სილამაზის სალონებს,  სილამაზისა და ჯანმრთელობის ცენტრს, იმიჯ აკადემიას, სადისტრიბუციო კომპანიასა და  ესთეტიკურ ცენტრს ”ნატალი ანტიეიჯ კლინიკას” აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები