კოტე იანტბელიძე აქვეყნებს ფოტოს, სადაც გამოსახულია ოთახი, რომელიც მავთულხლართებით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ის აღნიშნავს, რომ ერთ ზაფხულს, სოფლიდან თბილისში დაბრუნდა, მეორე ზაფხულს კი თავის სოფელში ვეღარ ჩავიდა…
„ბავშვობაში, ერთ-ერთი ზაფხულის ბოლოს სოფლიდან თბილისში დავბრუნდით. მომდევნო ზაფხულს ჩვენს სოფელში უკვე ვეღარ ჩავედით.
აი, ეს დაგვხვდა.
ჰკითხეთ ყველას თქვენ გარშემო, რას ამჩნევენ ფოტოზე? ოთახს, კრემისფერ კედლებს, ლოგინს, ფანჯარას, ბალიშებს, ღამის ნათურებს, მარცხნიდან შემოღებულ კარს, საწოლზე ლამაზად დაკეცილ გადასაფარებელს, გადასაფარებლის ფოჩებს…
მავთულხლართებს ამჩნევენ?
წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გარშემო უამრავი თანამოქალაქე და ადამიანია, ვინც ამ ფოტოზე მავთულხლართებს ჯერ კიდევ ვერ შეამჩნევს. უამრავი რამდენია? – ამ შემთხვევაში, ერთიც უამრავია.
ასეთ ადამიანებს როცა ჰკითხავთ, თუ რას დაარქმევდნენ ამ ფოტოს, გპასუხობენ: „მყუდრო ოთახი“, „ხედი ფანჯრიდან“, „ბალიშებიანი საწოლი“…
აი, ასეთ ხალხზე მწყდება გული 🙁
ყველაფერი კარგი და სახელმწიფოებრივი მოქალაქეობრივი თვითშეგნებიდან იწყება“