LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უბედნიერესი ვარ, საოცრება ხდება ჩემს თავს და შეგვიძლია უფრო  მეტი საოცრება მოვაწყოთ“ – ლიზა ყენია სიმღერით sacrifice შესაძლოა გრემის ნომინანტთა სიაში აღმოჩნდეს

311
BeFunky-collage (17)

ლიზა ყენია ტრეკით sacrifice  შესაძლოა გრემის ნომინანტთა სიაში აღმოჩნდეს. ამის შესახებ მუსიკოსმა სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

როგორც ლიზა ამბობს, წარმატებისკენ პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

„უბედნიერესი ვარ, 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა სია – შეიძლება გრემის ნომინანტთა სიაში მოვხვდე.

პირველი ეტაპი, გრემის ნომინანტთა სიაში მოსახვედად წარმატებით გადავლახე. ვინც იცით სიმღერა, რომელიც იუთუბზე იძებნება, როგორც elizabeth frisky – sacrifice ჩემი მეგობრის, აზიკო ფილიას გაკეთებულია და სწორედ მას მიუვიდა მეილზე ეს სასიხარულო ამბავი. გრემის ნომინანტების სია ერთ თვეში გამოქვეყნდება. ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სიმღერას უნდა ჰქონდეს ბევრი ნახვები. ამ სიმღერის პოპულარიზაციისთვის არაფერი გამიკეთებია, მხოლოდ იუთუბზე დავდე და ასეთ წარმატებას მიაღწია. მოულოდნელია ეს ყველაფერი ჩემთვის. საოცრება ხდება და შეგვიძლია, რომ უფრო მეტი საოცრება მოვაწყოთ ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g