LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უბედნიერესი ვარ შენს გვერდით, მიყვარხარ, მუდამ მეყვარები“ – ფეხბურთელ ლუკა გადრანის ძმა დაოჯახდა, ულამაზესი კადრები ქორწილიდან

1276
გიორგი გადრანი

ფეხბურთელ ლუკა გადრანის ძმა, გიორგი გადრანი დაოჯახდა.

გიორგი ასევე ფეხბურთელია, ის ყაზახეთის გუნდში „ატირაუ“ თამაშობს.

მისი რჩეული ლიკა ჯაჯვანია.

„უბედნიერესი ვარ შენს გვერდით, მიყვარხარ, მუდამ მეყვარები“ – წერს ლიკა ჯაჯვანი.

ქორწილში პატარძლის მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვამ დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

„ულევ ბედნიერებას გისურვებთ“, „ფერიასავით ლამაზია“, – წერენ სოციალურ ქსელში.

„ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე, მიყვარხარ და შენით ბედნიერი ვარ“, – წერს ლუკა გადრანი და ქორწილის ულამაზეს კადრებს აზიარებს.

შეგახსენებთ, ლუკა გადრანი ასევე ყაზახეთის გუნდში თამაშობს. 2024 წელს სასექტემბრო მატჩებისთვის  საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.

ვინ არის საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ფეხბურთელი, რომელიც ვილი სანიოლმა სასექტემბრო მატჩებისთვის გამოიძახა – სიმპათიური სპორტსმენის, ლუკა გადრანის ოჯახური ცხოვრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g