თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში უბედური შემთხვევა მოხდა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, 6 წლის ბავშვი წყალსაცავში ჩავარდა. ის ადგილზე მყოფმა მამაკაცმა შეამჩნია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, ცენტრში, სადაც შემთხვევა მოხდა, ბოლო დღეების განმავლობაში პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა, რომელსაც რამდენიმე ათეული სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ პედაგოგები, ფსიქოლოგები და სკოლების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნიდან.
მცირეწლოვანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და საქართველოში დედასთან ერთად იმყოფებოდა.
გარდაცვლილს საკუთარ ქვეყანაში უახლოეს დღეებში გადაასვენებენ. მომხდარის დეტალებს პოლიცია იძიებს.