მეხის დაცემის შედეგად ასპინძის სოფელ ოთასთან ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.
ადგილობრივების თქმით, მეხის დაცემის დროს ორივე მათგანი ტყეში მუშაობდა.
როგორც „ფორტუნას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი ახალციხის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.