თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალასთან მდებარე წისქვილში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
ადგილობრივების ცნობით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი წისქვილში მუშაობდა და ის წისქვილის დანადგარმა ტანსაცმლით ჩაითრია.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.