რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა გოგონა ემსხვერპლა.
ის ქუჩაზე გადადიოდა, როცა ავტომობილი შეეჯახა. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
ინფორმაცია “ფორტუნას” შსს-მ დაუდასტურა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.