კომპანია Uber–მა უნიკალური მფრინავი ტაქსის წარმოება ავსტრალიაში გადაწყვიტა. საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად მელბურნი შეირჩა და დალასისა და ლოს–ანჯელესის შემდეგ ის რიგით მესამე ლოკაცია გახდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, საცდელი ფრენები 2020 წლიდან დაიწყება და თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის სერვისი 2023 წლიდან ამოქმედდება.
მფრინავი ტაქსი მგზავრობას ბევრად უფრო კომფორტულს და სწრაფს გახდის, მაგალითად მელბურნის ცენტრიდან აეროპორტამდე მანძილს, რომელიც 19 კმ–ს შეადგენს – ტაქსი მხოლოდ 10 წუთში დაფარავს.
აღსანიშნავია, რომ მფრინავი ტაქსის შექმნაზე მსოფლიოში ბევრი სხვა კომპანიაც მუშაობს და მათ დიდი იმედი აქვთ რომ ტრანსპორტის ცაში გადანაწილებით გზები საგრძნობლად განიტვირთება.