პირს ბროსნანისა და კილი შეი სმიტის 20 წლიან ურთიერთობაზე ლეგენდები დადის. მსოფლიო კინოს ისტორიაში ყველაზე სექსუალურ ბონდად წოდებული პირს ბროსნანი სამაგალითო მეუღლედ ითვლება და ამას ყოველ ჯერზე ამტკიცებს. ამჯერად 64 წლის მსახიობი 54 წლის მეუღლესთან ერთად ჰავაიზე ისვენებს. პაპარაცებმა მეუღლეები მაშინ გადაიღეს, როცა ისინი ზღვის სანაპიროზე ისვენებდნენ. საცურაო კოტიუმებში გამოწყობილი წყვილი ერთად ფანტასტიკურ დროს ატარებს.
ცოტა ხნის წინ პირს ბროსნანი სკანდალშიც გაეხვა. მსახიობმა ღიად დაადანაშაულა ტყუილში ინდური კომპანია. ბროსნანმა კომპანიის მიერ წარმოებული საღეჭი რეზინის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით კი გაირკვა, რო პროდუქტი უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საშიშია.