ცოტა ხნის წინ ინტერნეტში „ჰარპერ ბაზარის“ ფოტოები გავრცელდა. ახალი ნომრის გმირი ნიკოლ კიდმანია, რომელმაც საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში. 54 წლის მსახიობი გასაოცარ ფორმაშია, ის ყვავილებით მორთული, რეტრო სტილის ინტერიერიდან პოზირებს და სხვადასხვა სამოსს ირგებს.
ნიკოლი ჯერ ყავისფერ გამჭვირვალე კაბაში ჩანს, შემდეგ კი, შავ პალტოსა და წითელ ხელთათმანში. ასევე ფოტოებზე ნიკოლ კიდმანი ოქროსფერი კაბით, შავი ნაქსოვი სვიტერით და ულამაზესი საგაზაფხულო კაბებით ჩნდება.
რაც ეხება ვარცხნილობას, მას თმა ზუსტად ისე აქვს, როგორც უწინ, როცა ის ეკრანებზე პირველად გამოჩნდა.