ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება.
ამასთან, კანონში იწერება, რომ მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დაწყებიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.
ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ხორციელდება, რომელიც პარლამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სახელით წარედგინა.
ამავე ცვლილებებით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.
კანონის განმარტებით ბარათში, ცვლილებების მიზეზებზეცაა საუბარი.
“დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3-კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა – მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახა თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგეს, რომ აღმოიფხვრება გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების პრაქტიკა და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გასაწევ ხარჯს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.