საზოგადოებამ, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ,შეწყალების საკითხთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის პასუხად განაცხადა.
პრეზიდენტი განმარტავს, რომ შეწყალების საკითხის დასახვეწად მუშაობა დაწყებულია.
„ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები და დავხვეწავთ კიდეც, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად დაინახა საზოგადოებამ ამაზრზენი დასაწყისი და საცოდავი დასასრული ამ შავი პიარის კიდევ ერთი ტალღის და ალბათ, კიდევ ბევრი იქნება. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვცხოვრობთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.