LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

67

უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის მიზანი საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდება უბისის მონასტერს, ასევე, მოეწყობა საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე მისასვლელი გზა და სანიტარული წერტილები.

პროექტის  ღირებულება 1 422 609 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g